ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ებრაისტიკა-არამეისტიკის კათედრა 28 იანვარს გამართავს აღმოსავლეთმცოდნე-ებრაისტის, მანანა (მაკა) გოცირიძისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები 2020 წლის 30 დეკემბრამდე უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: tsuconference@tsu.ge
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
თეზისების გაფორმების წესი:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
აკადემიური ხარისხი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 200 სიტყვა
კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.
გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი
თსუ, I კორპუსი, ოთახი 204